14:37 - 22 Apr, 2026
|
2025-03-16 09:39:21, 560 ნახვა
მსოფლიო
ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ათიათასობით მომიტინგე შეიკრიბა
ბუდაპეშტში ათიათასობით ადამიანი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე შეიკრიბა. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარიც, რომელმაც პირობა დადო, რომ უნგრეთს ძლიერი ევროპის ნაწილად აქცევს და ორბანის 15-წლიან მმართველობას დაასრულებს. „ისინი, ვინც საკუთარ ერს ღალატობენ, ისტორიის ნაგავსაყრელზე უნდა აღმოჩნდნენ“, – განუცხადა მადიარმა აქციაზე შეკრებილ ხალხს. მადიარმა მოძრაობა ერთი წლის წინ დააფუძნა. მისი პარტია „ტისა“ უმეტეს გამოკითხვებში ორბანის პარტია ასწრებს. მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ გაამკაცრებს ზომებს იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)