|
2025-03-14 13:03:44, 678 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიცია 350 სამკერდე კამერას და 200 კამერის პროგრამულ ლიცენზიას ტენდერის გარეშე, 849 500 ლარად ყიდულობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 350 სამკერდე კამერას და 200 კამერის პროგრამულ ლიცენზიას, გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე 849 500 ლარად ყიდულობს.
საპატრულო დეპარტამენტი აღნიშნულ შენაძენს ბოლო პერიოდში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი რაოდენობითა და დაზიანებული კამერების ჩანაცვლებით განმარტავს. ასევე აღნიშნავს, რომ თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიცია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, "პატრულ-ინსპექტორები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესის სწორად წარმართვისათვის, კერძოდ სხვადასხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტის დაფიქსირებისა და შესაბამისი სამსახურების წარდგენის, მტკიცებულებად გამოყენების მიზნით, აღჭურვილნი არიან ოფიცრის სამკერდე კამერებით"
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)