03:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 11:17:18, 974 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა თურქეთს უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით პარტნიორად ხედავს

უკრაინა თურქეთს ხედავს, როგორც პარტნიორს უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით, კიევი მზადაა, მოაწეროს ხელი სახელმწიფოებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლატს და სოფლის მეურნეობის მინისტრს, იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები, დრონების წარმოებაში თანამშრომლობა და უკრაინის რეკონსტრუქციაში თურქული კომპანიების ჩართულობა განიხილეს.

„მნიშვნელოვანია, რომ თურქული ბიზნესი უკვე წარმოდგენილია უკრაინაში. ჩვენი ქვეყანა აფასებს ამას, ისევე როგორც თურქეთის მხარდაჭერასა და დახმარებას, განსაკუთრებით კი „ბაირაქტარის“ ტიპის დრონების მიწოდებას. უკრაინა თურქეთს მიიჩნევს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად, ასევე პარტნიორად უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით და მზადაა, ხელი მოაწეროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას თურქეთთან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომავალი ვიზიტის დროს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შედგება ეს ვიზიტი.

ამასთან, ომერ ბოლატი და იბრაჰიმ იუმაკლი დაესწრნენ თურქეთსა და უკრაინას შორის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას, რომელიც ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციას ეხებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics