13:24 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 17:26:27, 640 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ევროკავშირს ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე 200%-იანი ტარიფის დაწესებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპიდან იმპორტირებულ ყველა სახის ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე 200%-იან ტარიფს დააწესებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკავშირმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მტრულად განწყობილმა და შეურაცხმყოფელმა საგადასახადო და სატარიფო ორგანომ, რომელიც შეიქმნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეერთებული შტატებისგან სარგებელი ნახოს, ახლახან დააწესა ვისკის საზიზღარი 50%-იანი ტარიფი. თუ ეს ტარიფი დაუყოვნებლივ არ მოიხსნება, აშშ მალე დააწესებს 200%-იან ტარიფს ყველანაირ ღვინოზე, შამპანურსა და ალკოჰოლურ პროდუქტზე, რომლებიც გამოდიან საფრანგეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან“, - წერს ტრამპი.

მისი თქმით, ეს შესანიშნავი იქნება ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის შეერთებულ შტატებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics