16:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 17:19:41, 564 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის ავიაციამ დამასკო დაბომბა - არიან დაღუპულები

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის დედაქალაქი დამასკო დაბომბა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ორგანიზაცია „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ შენობები გახდა.

ისრაელის სამხედროების მტკიცებით, „ისლამურმა ჯიჰადმა“ დაგეგმა და განახორციელა ტერორისტული საქმიანობა სამეთაურო ცენტრებიდან.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამასოს გარეუბანში „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერის, ზიად ნახალეს სახლიც დაიბომბა, თუმცა სახლში არავინ იმყოფებოდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისლამურ ტერორიზმს არ ექნება იმუნიტეტი დამასკოში და არც სხვაგან.

ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ტერორისტული საქმიანობის ორგანიზება სადაც არ უნდა მოხდეს, სირიის ისლამისტი ლიდერი ალ-ჯულანი ყველგან ნახავს ისრაელის სამხედრო თვითმფრინავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics