02:57 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 12:38:07, 571 ნახვა

პოლიტიკა
საბა ბუაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე - თვითონ გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები

[„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ვურჩევ] დაიწყონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე ანალიზის გაკეთება და საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს არ არის პოლიტიკური მიზნებისთვის რაღაც მორიგი კამპანია, არამედ ისინი ამ პრობლემის სერიოზულად მოგვარებას აპირებენ, მაგრამ ცხადია, რომ ეს ასე არ არის, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამსახურებით საქართველოში ნარკოპოლიტიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში.

„ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ რეპრესიულ ცვლილებებს ნარკოპოლიტიკაში. მინდა საზოგადოებას გავახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში მარიხუანას პლანტაციის გაშენების გზით ფულის გაკეთებას გეგმავდა და ამ ინიციატივით რამდენიმე წელში, ჩვენ გვიანონსებენ ახლა ისეთ ცვლილებებს, რომელიც ამ პრობლემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ემსახურება. ამ ცვლილების მიზანია მომხმარებლების დემონიზება და ნულოვანი ტოლერანტობის წლებთან შედარებით გაცილებით უფრო დრაკონული და სახიფათო ცვლილებების შემოღება, რომელიც დაკავშირებულია სავალდებულო შემოწმებების, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯასთან. „ქართული ოცნების“ დამსახურებით საქართველოში ნარკოპოლიტიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არის პრობლემური მოხმარების თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში. ჩვენ ძალიან მაღალი რაოდენობა გვაქვს ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანების, ძალიან სერიოზული და მასშტაბურია ჩვენთან ნარკოპოლიტიკის პრობლემა, რასაც სჭირდება ცხადია, ამ ყველაფრის თვისობრივად გადააზრება და ასევე, სჭირდება დევნიდან მზრუნველობაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე გადასვლა. ამ სფეროში მეტი ინვესტირება სჭირდება განათლებაში, ზიანის შემცირებაში, იმისათვის, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს და ჩვენ ევროპული ტიპის ნარკოპოლიტიკა გვქონდეს და არა რუსული ტიპის ნარკოპოლიტიკა, როგორც დღეს ამ ქვეყანაში არის და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

მინდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართო, რომ სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიტესტონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები. ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით. [მათ ვურჩევ] დაიწყონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე ანალიზის გაკეთება და საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს არ არის პოლიტიკური მიზნებისთვის რაღაც მორიგი კამპანია, არამედ ისინი ამ პრობლემის სერიოზულად მოგვარებას აპირებენ, მაგრამ ცხადია, რომ ეს ასე არ არის. „ქართულ ოცნებას“ ეს უნდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამძაფროს რეპრესიები და პირდაპირ იერიში მიიტანოს იმ საზოგადოებაზე, რომელსაც ამ ქვეყანაში უნდა მოღალატეობრივი რეჟიმის ცვლილება და ამას აკეთებს, ნარკოპოლიტიკაში - აი, ამ დრაკონული, სამარცხვინო ცვლილებების გზით“, - განაცხადა ბუაძემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ არის „დიდი ნარკოტიკული კარტელების და ქსელების მფარველი, ისე ამ სამარცხვინო ნარკოპოლიტიკის ინსპირატორი, ინიციატორი ჩვენს ქვეყანაში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics