17:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 19:07:31, 572 ნახვა

მსოფლიო
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა

“ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზეა განთავსებული.

კერძოდ, კონგრესმენ ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) ავტორობით წარდგენილ კანონპროექტს კიდევ ერთი თანასპონსორი, კონგრესმენი ტომ სუოზი (დემოკრატიული პარტია) შეემატა, რითაც თანასპონსორების რიცხვი 7-მდე გაიზარდა. სუოზის გარდა, თანასპონსორები ასევე არიან: რესპუბლიკელები მაიკლ ტერნერი და მაიკლ ლოულერი, და დემოკრატები სტივ კოენი, ლოიდ დოგეტი, ემანუელ კლივერი და ჯიმი პანეტა.

ცნობისთვის, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” აშშ-ის ხელისუფლებას უკრძალავს საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას, “რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის ან მისი ნებისმიერი მარიონეტი.”

კონგრესმენი კო უილსონი მიერ წარდგენილ კიდევ ერთ კანონპროექტს, “MEGOBARI აქტს”, რომელიც სანქციებსაც ითვალისწინებს, უკვე 18 თანასპონსორი ჰყავს (10 დემოკრატი და 8 რესპუბლიკელი). ასევე, “MEGOBARI აქტი” კონგრესის ზედა პალატაში - სენატშიც იქნა წარდგენილი რესპუბლიკელი ჯიმ რიშისა და დემოკრატი ჯინ შაჰინის მიერ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics