|
2025-03-12 16:24:59, 750 ნახვა
საზოგადოება
საიას განცხადების საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
სახის ამომცნობი ტექნოლოგიების სკანდალი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყება აცხადებს, რომ 2025 წლის 18 თებერვალს, საკუთარი ინიციატივით დაიწყეს 2 დამოუკიდებელი არაგეგმური შემოწმება.
აქციის მონაწილეების დასაჯარიმებლად და გასკონტროლებლად გომელაურის უწყებამ ე.წ. სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ საიას ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ნონა ქურდოვანიძის თქმით, ეს პრაქტიკა მიზანმიმართულად გამოიყენება როგორც მოქალაქეთა დაშინების, ასევე, აქციის მონაწილეთა სამომავლო ქცევის კონტროლისთვის. საია-ს შეფასებით, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს შსს-ს მიერ პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოპოვებასა და დამუშავებაზე. ორგანიზაცია ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს, დროულად და სათანადოდ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე ეფექტიანი რეაგირება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)