16:34 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 21:45:39, 589 ნახვა

მსოფლიო
პარიზში 36 ქვეყნის გენშტაბების უფროსები უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ

პარიზში 36 ქვეყნის გენერალური შტაბების უფროსები უკრაინის დახმარების საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ტიერი ბურკჰარდი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“პარიზში, ჩემს კოლეგა, ბრიტანელ ტონი რადაკინთან [და] 34 ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსებთან ერთად - შევიკრიბეთ უკრაინის მხარდაჭერის საკითხის განსახილველად. გადამწყვეტი მომენტია, რომელიც კონფლიქტის მოგვარების კუთხით ევროპულ პოზიციას განსაზღვრავს. უკრაინასთან მიმართებით და აშშ-სთან დაკავშირებით”, - წერს ბურკჰარდი.

საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ქვეყნების გენერალური შტატების უფროსები: ალბანეთი, გერმანია, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კვიპროსი, ხორვატია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი და თურქეთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics