02:56 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 20:49:25, 614 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - კონსორციუმმა საარბიტრაჟო დავის დაწყებამდე ოფიციალურად მიმართა მთავრობას, მთავრობამ მორიგებაზე უარი განაცხადა

კონსორციუმმა საარბიტრაჟო დავის დაწყებამდე ოფიციალურად მიმართა მთავრობას, მთავრობამ მორიგებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ იურიდიულ მომსახურებაში 72 მილიონ ლარამდე დახარჯა, ნაცვლად იმისა, რომ გარანტიად გაეცა და ახლა ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული და ამუშავებული იქნებოდა.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ანაკლიაზე.

კონსორციუმმა საარბიტრაჟო დავის დაწყებამდე ოფიციალურად მიმართა მთავრობას, დავის მორიგებით დასასრულებლად, რაც ავტომატურად გულისხმობდა პორტის მშენებლობის დასრულებას - შესაბამისად, ქართველი, ამერიკელი და ევროპელი ინვესტორების პროექტში შენარჩუნებას.

მთავრობამ მორიგებაზე უარი განაცხადა, იურიდიულ მომსახურებაში დახარჯა 72 მილიონ ლარამდე, ბიუჯეტის და ხალხის ფული იმისთვის, რომ ბოლომდე მოეკლა პროექტი. ამის ნაცვლად, ეს თანხა გარანტიად რომ გაეცა მთავრობას, როცა საერთაშორისო ბანკები სთხოვდნენ, ახლა პორტი დამთავრებული და სრული დატვირთვით ამუშავებული იქნებოდა.

სწორედ ეს არის ბიძინას ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული რუსული პოლიტიკა!” - წერია ხაზარაძის ფეისბუკ-პოსტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics