04:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 09:51:09, 434 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - მამუკა ხაზარაძეს ბიუჯეტში არაფერი გადაუხდია

მამუკა ხაზარაძეს ბიუჯეტში არაფერი გადაუხდია, ეს ხარჯი კონსორციუმმა დაფარა, რომელიც მოსაკრებლის სახით იყო დაკისრებული, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, არბიტრაჟის ხარჯი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან დიდი ხნის წინ დაიფარა.

“მორიგი პროპაგანდისტული ტყუილია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმიტომ, რომ კონსორციუმმა დიდი ხნის წინ დაფარა არბიტრაჟის ხარჯი!

მამუკა ხაზარაძეს ბიუჯეტში არაფერი გადაუხდია, ეს ხარჯი კონსორციუმმა დაფარა, რომელიც მოსაკრებლის სახით იყო დაკისრებული. როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის პროპაგანდისტული ტყუილი, სინამდვილეში "ქართული ოცნება" მალავს, იმ უზარმაზარ თანხებს, რომელიც მათ გადაიხადეს დავებისთვის იურიდიულ კომპანიებში. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული არის საჯაროდ ინფორმაცია, რომ მარტო სადავო საკითხების განსახილველად იურიდიული კომპანიებისთვის 2 წლის განმავლობაში გადახდილია 123 მილიონი ლარი. მათ შორის, "ვაით ენდ ქეის", რომელსაც "ქართული ოცნების" ინტერესების დაცვა ჰქონდა დავალებული, ხალხის ფულიდან 2024 წელს 70 მილიონი ლარი გადაუხადეს.

ამიტომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ იხარჯება ქართველი ხალხის ფული. ამ ფულით ნაცვლად იმისა, რომ ის გადაყრილიყო-განიავებულიყო იურიდიულ ხარჯებზე, გარანტირებულად შესაძლებელი იყო, დღეს ანაკლიის პორტის სრულად ფუნქციონირება”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics