16:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 09:27:27, 533 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში ვიზიტს და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, სტივ უიტკოფი მოსკოვში ვიზიტს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, - ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, უიტკოფი მოსკოვში ამ კვირაში გაემგზავრება.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვლადიმერ პუტინს თებერვალშიც შეხვდა, რასაც ამერიკელი სკოლის მასწავლებლის, მარკ ფოგელის აშშ-ში დაბრუნება მოჰყვა, რომელსაც რუსეთის ციხეში 14 წელი ჰქონდა მისჯილი სამედიცინო დანიშნულების გამოწერილი მარიხუანას შენახვის გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics