|
2025-03-10 21:05:24, 981 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მარში, სახელწოდებით ,,სოლიდარობა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს" მიმდინარეობს
"სოლიდარობა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს" - ამ წუთებში თბილისში მარში მიმდინარეობს. ილიაუნის სტუდენტები, რომლებსაც მარშით საზოგადოებრივი მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდნენ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. ახალგაზრდების მთავარი სათქმელია, რომ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სტუდენტები იდგნენ ერთად და მთავრობას დაუპირისპირდნენ.
შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა. ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)