|
2025-03-10 16:41:13, 568 ნახვა
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი - სასამართლომ სრულად გაიზიარა მტკიცებულებები
სასამართლომ სრულად გაიზიარა ის მტკიცებულებები, რომელიც, როგორც გამოძიების ეტაპზე იყო მოპოვებული, ასევე სასამართლოზე იყო წარმოდგენილი და გამოკვლეული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ და ახლა უკვე ძებნაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებები პრაქტიკულად პირდაპირ ბრალდებულის აღიარებასაც მოიცავდა. „სასამართლომ სრულად გაიზიარა ის მტკიცებულებები, რომელიც, როგორც გამოძიების ეტაპზე იყო მოპოვებული, ასევე სასამართლოზე იყო წარმოდგენილი და გამოკვლეული. ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი სრული მოცულობით ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი, როგორც მითვისებაში, ასევე მითვისებული აქტივის ლეგალიზაციაში. მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებები, რაზედ დიდი ხნის განმავლობაში ვახდენდი აპელირებას, არის დოკუმენტური ხასიათის, რომელიც პრაქტიკულად პირდაპირ ბრალდებულის აღიარებასაც მოიცავდა“, - განაცხადა სადრაძემ. რაც შეეხება კითხვას, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის ადგილსამყოფლის დადგენას შეეხებოდა, პროკურორმა უპასუხა, რომ ინტერპოლისთვის მიმართვა გაგზავნილია და სხვა დეტალური ინფორმაცია ამ მიმართულებით არ აქვს. „რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას განვუცხადე, რომ ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოფიციალური მიმართვა ინტერპოლისთვის გაკეთებული ჰქონდა შესაბამის დეპარტამენტს და სტრუქტურულ ერთეულს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია ამ მიმართულებით არ მაქვს“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა. ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)