|
2025-03-10 10:49:55, 736 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტები - პროტესტში მყოფი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, სტატუსი შეგვიწყვიტეს
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. ,,პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს, სტატუსი შეგვიწყვიტეს" - წერს მოძრაობა. შეგახსენებთ, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში პოლიცია გუშინ, 9 მარტს სამჯერ მივიდა. მათ ჯერ სტუდენტები დააჯარიმეს, შემდეგ კი ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, სტუდენტების დაკავების საფრთხე იყო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ პროტესტი სხვა მიმართულებით გააძლიერონ. პოლიცია სტუდენტებს ჯარიმებს ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი იმ ცვლილების საფუძველზე უწერდა, რომლითაც დახურულ სივრცეში მესაკუთრის ნებართვის გარეშე აქციის ჩატარება აიკრძალა. შეკრების კანონის მე-9 და მე-11 მუხლის დარღვევა 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი, პროტესტის ნიშნად, 80 დღეზე მეტია ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ათევდა. ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას, აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას ითხოვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)