13:36 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-09 15:24:32, 3676 ნახვა

სპორტი
გრიგალაშვილმა, გურეშიძემ და ჯაბნიაშვილმა პირველი გამარჯვებები მოიპოვეს

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი – ტატო გრიგალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90კგ), იმედა გოგოლაძე (100კგ), გურამ თუშიშვილი და შალვა გურეშიძე (ორივე +100კგ) ასპარეზობდა.

მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად იჭიდავა, ავსტრიის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხეფინალში გავიდა.

ასევე მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებს მძიმეწონოსანი გურეშიძეც. პირველი გამარჯვებები იზეიმეს გრიგალაშვილმა და ჯაბნიაშვილმა. ორივე მათგანი მერვედფინალშია.

გრიგალაშვილის მეტოქე იაპონელი ტოკუმოჩი იქნება. გრანპრიზე დღეს გამომსვლელი მეხუთე ქართველი იმედა გოგოლაძე პირველივე წრეში დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics