20:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-09 10:14:58, 561 ნახვა

მსოფლიო
სირიაში რეჟიმის ძალებმა 500-ზე მეტი ალავიტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს

გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ადამიანთა უფლებების სირიული სადამკვირვებლო ორგანიზაციის (SOHR) მონაცემებით, სირიის რეჟიმის უსაფრთხოების ძალებმა და მათმა მოკავშირე ჯგუფებმა ბოლო დღეებში 532 ალავიტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს. 

SOHR-ის ადრინდელი მონაცემებით, სირიის ახალ რეჟიმს 340 ალავიტი მოქალაქე ჰყავდა მოკლული.

"სირიის სანაპირო არეებსა და ლატაკიის მთებში უსაფრთხოების ძალებისა და მოკავშირე ჯგუფების ხელით 532 ალავიტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკვდა". - იტყობინება SOHR. 

ამავე ორგანიზაციის ცნობით, შეტაკებების შედეგად ჯამში 745 ადამიანი არის მოკლული. 

გამოცემა Times of Israel-ის მიხედვით, SOHR-ს მხოლოდ ერთი ადამიანი მართავს და სირიის ომის ანალიტიკოსები მას ხშირად სდებენ ბრალს მსხვერპლის შესახებ რიცხვების გაზვიადებაში ან სულაც გამოგონებაში. ამ დროისთვის მსხვერპლის ზუსტ რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics