|
2025-03-09 08:40:16, 797 ნახვა
საზოგადოება
ბერლინში ქალი ჟურნალისტების მხარდამჭერ აქციაზე აფგან მუხთარლი ამაღლობელის პლაკატით მივიდა
გერმანიაში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 8 მარტს ბერლინში დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტების სოლიდარობის აქციაზე ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი პლაკატით მივიდა. ამის შესახებ მუხთარლი Facebook-ზე წერს. "8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ქალბატონს, რომლებიც თავის და თავისი შვილების უფლებებს იცავს და რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ გულგრილნი არ არიან. მოვითხოვ ჩვენი 8 გმირი ქალი ჟურნალისტის თავისუფლებას, რომლებიც რეჟიმის დანაშაულებსა და უკანონობას შიშისა და ყოყმანის გარეშე ამხელენ". - წერს მუხთარლი. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ECHR) აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმე მოიგო. ორივე სახელმწიფოს ჯამში მისთვის 21 000 ევროს გადახდა დაეკისრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)