05:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 22:22:27, 913 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საქართველო დატოვა

ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საქართველო დატოვა. ამ გადაწყვეტილებას ის არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟს უკავშირებს. ამ საკითხზე მან "ფორმულასთან" 28 თებერვალს ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც დღეს "შაბათის ფორმულაში" გასაჯაროვდა

 "იძულებული ვარ, დავტოვო საქართველო... [2 მარტს, გამთენიას] ქვეყნიდან წავალ და მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს... სხვა გამოსავალი ამ ხელისუფლებამ არ დამიტოვა...

ერთ-ერთი ფაქტი იყო, როდესაც მე კეთილსინდისიერად, პატიოსნად, 2019 წელს, როდესაც შევიძინე სახლი, გარკვეული წლების შემდეგ დაიწყეს ამ სახლის გარკვეული ძიება, რომ აღმოეჩინათ ისეთი რამ რაც მათ მისცემდა საშუალებას, რომ ჩემს წინააღმდეგ დამდგარიყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა...

ეს [დავის საგანი] არის ერთადერთი ხელწერილი და იურიდიული მომსახურების კონტრაქტი, სადაც თითქოსდა ხელმოწერა ძალდატანებით არის გაკეთებული თუ დაწოლით... ჩატარებულია ექსპერტიზა სამხარაულში, მანამდე იყვნენ ერთ-ერთ კერძო ექსპერტთან მისული. მე იმ ექსპერტისგან ვიცი, რომ მან უარი უთხრა, რაც მათ მოითხოვეს და ცნობილია, რომ მოითხოვეს ის, რა პასუხიც მიიღეს სამხარაულიდან. აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი "კოზირი" გამოძიებისთვის, რომ ამაში მაინც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რაღაცა ნახეს, რომ მიშა რამიშვილმა თითქოს რაღაცა გააყალბა."- ამბობს მიხეილ რამიშვილი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics