04:22 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 18:24:34, 361 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ალბანეთის პრეზიდენტს ბუიარ ნიშანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალბანეთის რესპუბლიკის  პრეზიდენტს ბუიარ ნიშანს ბაქოში შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოსა და ალბანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და  პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ალბანეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება განიხილეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა,  უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გაუარესდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ალბანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საინტერესო იქნება ალბანელი ბიზნესმენებისათვის საქართველოს პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა.

მხარეებმა მაღალი  დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics