05:38 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 13:03:02, 787 ნახვა

ომი უკრაინაში
The Guardian - გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებს

გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებს, თუმცა ლონდონისა და ევროპის სხვა ქვეყნების მიერ შეთავაზებული უფრო შეზღუდული შესაძლებლობები გაართულებს აშშ-ს მიერ შეჩერებული მონაცემების ჩანაცვლებას, - ინფორმაციას The Guardian-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაერთიანებული სამეფო ასევე გააგრძელებს დაუმუშავებელი მონაცემების ანალიზის მიწოდებას, თუმცა ჩვეულებრივი სადაზვერვო პრაქტიკის შესაბამისად, ის არ გადასცემს აშშ-ს ინფორმაციას, რომელიც მიღებული იქნება ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული გაზიარების შეთანხმებებით.

„ისინი არ არიან იმდენად შორს მიმავალი, როგორიც აშშ-ის შესაძლებლობები, არ აქვთ იგივე მასშტაბი და ვერ დაიკავებენ მათ ადგილს, მაგრამ საშუალებას მისცემენ უკრაინას უზრუნველყოს გარკვეული ადრეული გაფრთხილება თავდასხმის შესახებ და რუსეთის წინააღმდეგ ღრმა დარტყმის გარკვეული პოტენციალი,“ - აღნიშნეს წყაროებმა გამოცემასთან საუბარში.

The Guardian-ი განმარტავს, რომ სატელიტებიდან, სახმელეთო სადგურებიდან, სათვალთვალო თვითმფრინავებიდან, როგორიცაა Rivet Joint, და ფარულად განლაგებული სახმელეთო ძალებიდან მიღებული სადაზვერვო მონაცემები გროვდება და უზიარდება უკრაინას ღია წყაროს მასალასთან ერთად, რუსეთში ღრმა სარაკეტო და დრონებით დარტყმების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ გუშინ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics