|
2025-03-07 09:58:36, 511 ნახვა
სამართალი
პროკურორი - რასაც პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს ედავება, პრაქტიკულად, აღიარებული აქვს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, რასაც გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურა ედავება, მას, პრაქტიკულად, აღიარებული აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარადგენს, სადაც ყველა მტკიცებულებას შეაფასებს. „საქმეზე დასრულდა უკვე არსებითი განხილვა, დღეს მე წარმოვადგენ დასკვნით სიტყვას, სადაც დეტალურად შევაფასებ ყველა იმ მტკიცებულებას, რაც საბოლო ჯამში, ადასტურებს გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულების ჩადენას. რაც შეეხება ამ მტკიცებულების შინაარსს, ის არის საკმაოდ მაღალი ხარისხის. ამ მაღალ ხარისხში ვგულისხმობ შემდეგს, რომ ეს არის როგორც დოკუმენტურად, ასევე მოწმეების მიერ ცალსახად არის დადასტურებული და რაც ყველაზე მთავარია, თავად ბრალდებულის მიერ დადასტურებულიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2016 წელს ის ოფიციალურ სამართლებრივ ურთიერთობის ფორმატში როცა ახორციელებდა მიმოწერას, იქ აქვს დაფიქსირებული სწორედ მისი ინვესტიციის პროპორციულობა ზუსტად იმ ოდენობით, რაც დადგენილებაშიცაა მითითებული. აქედან გამომდინარე, ეს არის ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის ინტერპრეტაციის შესაძლებლობა სხვაგვარად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მარტივად რომ ვთქვათ, რასაც ვედავებით, მას პრაქტიკულად აღიარებული აქვს. რაც შეეხება მის ძებნას, ჩემი ინფორმაციით, გუშინ მიმართულია წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით, რომ დაწყებულიყო პროცედურები“,- განაცხადა მიხეილ სადრაძემ. ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. კერძოდ, გიორგი ბაჩიაშვილის თავდაპირველად ბრალი "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების გამო წარუდგინეს. ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ასევე დაწესებული ჰქონდა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. თუმცა, ამ საქმეზე, ბაჩიაშვილს გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი "მტკვარი ჰესის" საქმეზე საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეზეც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პაპუაშვილი - ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის უდიდეს ნავთობტერმინალს და ვოლგოგრადის რეგიონში ნავთობის სადგურს დაარტყა
სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შსს-მ კანონპროექტი მოამზადა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)