21:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 19:41:04, 651 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი - ცნობა 240 000 უკრაინელისთვის ლეგალური სტატუსის გაუქმებაზე სიცრუეა

თეთრი სახლის სპიკერი, კეროლაინ ლივიტი X-ზე წერს, რომ Reuters-ის ცნობა, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 240 000-ზე მეტი უკრაინელი მიგრანტისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის შეჩერებას გეგმავს, სიცრუეა.

"ეს არის მორიგი ცრუ სიახლე Reuters-ის ანონიმური წყაროებისგან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ. სიმართლე: ამ დროისთვის არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული." - დაწერა თეთრი სახლის სპიკერმა.

Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ზემოხსენებული ნაბიჯის გადადგმას ტრამპის ადმინისტრაცია აპრილში გეგმავდა. მედიასააგენტო ასევე წერდა, რომ უკრაინელი მიგრანტებისთვის არსებული სამართლებრივი დამცველობითი ჩარჩოების მოხსნა ჯერ კიდევ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში მომხდარ შელაპარაკებამდე იგეგმებოდა.

თუმცა კეროლაინ ლივიტის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ ამჟამად არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული და არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ნაბიჯი შეიძლება განიხილებოდეს.

მიგრანტები, რომლებსაც დროებითი ლეგალური სტატუსი არ გააჩნიათ, ქვეყნიდან დაჩქარებულად შეიძლება დაჩქარებულად დაადეპორტირონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics