21:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 17:54:03, 622 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია 240 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს, რამაც შესაძლოა, მათი დაჩქარებული დეპორტაცია გამოიწვიოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომს გამოქცეული 240 ათასამდე უკრაინელისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს, რამაც შესაძლოა, მათი დაჩქარებული დეპორტაცია გამოიწვიოს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ნაბიჯი აპრილშია მოსალოდნელი.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, უკრაინელი ლტოლვილების სამართლებრივი დაცვის გაუქმებას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ მანამდე გეგმავდა, ვიდრე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების საჯარო სიტყვიერი დაპირისპირება მოხდებოდა.

უკრაინელების სამართლებრივი დაცვის გაუქმების ზომა იქნება იმ 1,8 მილიონი მიგრანტისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევის გეგმის ნაწილი, რომლებსაც აშშ-ში შესვლის საშუალება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს პირობითი გათავისუფლების ჰუმანიტარული პროგრამების ფარგლებში მისცეს.

20 იანვარს დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი განკარგულებით საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტს პირობითი ვადამდელი გათავისუფლების ყველა პროგრამის შეწყვეტა დაავალა.

„როიტერის“ წყაროების ცნობით, ეს განკარგულება უკვე მიმდინარე თვეში 530 ათას კუბელს, ჰაიტელს, ნიკარაგუელსა და ვენესუელელს შეეხება.

უკრაინელებთან ერთად, აღნიშნული პროგრამები ასევე ეხება 70 ათასზე მეტ ავღანელს, რომლებმაც ქვეყანა ხელისუფლებაში „თალიბების“ მოსვლის გამო დატოვეს.

მედიასაშუალების ცნობით, იმ მიგრანტებს, რომლებსაც ვადამდელი გათავისუფლების სტატუსი შეუწყდებათ, შესაძლოა, დაჩქარებული დეპორტაცია დაემუქროთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics