21:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 14:38:42, 625 ნახვა

მსოფლიო
რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის საგამოძიებო დირექტორატზე, DIICOT-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

DIICOT-ის ცნობით, ეჭვმიტანილებმა 2023 წელს „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს, რომლის მიზანი რუმინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისთვის და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის ძირის გამოთხრა იყო“.

„ასევე, კრიმინალური დაჯგუფების წევრები არაერთხელ დაუკავშირდნენ უცხო სახელმწიფოს აგენტებს, როგორც რუმინეთში, ისე რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამია DIICOT-ის განცხადებაში.

პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაჯგუფების მიზანს კონსტიტუციური წესრიგის დამხობა, ახალი მთავრობის დანიშვნა და ქვეყნის ნატო-დან გაყვანა წარმოადგენდა.

„იანვარში, ორი ბრალდებული მოსკოვში გაემგზავრა, სადაც კონტაქტი დაამყარეს იმ ადამიანებთან, რომლებიც მზად იყვნენ რუმინეთში სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ორგანიზაციისთვის მხარი დაეჭირათ“, - აცხადებენ პროკურორები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გადამდგარი გენერალ-მაიორი, 101 წლის რადუ თეოდორუა.

ცნობისთვის, გუშინ რუმინეთმა დიპლომატიური წესების დარღვევის მიზეზით ბუქარესტში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე და მისი მოადგილე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics