07:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 13:52:50, 498 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი დაიტანჯა თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

სალომე ზურაბიშვილი დაიტანჯა თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით - მისი ეს მცდელობები, რაღაც ფინტების ტარება პოლიტიკურ ველზე, არის უშედეგო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცნობებს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებას გეგმავს.

მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილი ხან „ქარტიას“ აქვეყნებს, ხან ევროპულ „ვოიაჟს" ისე აჩვენებს, თითქოს, მან გადაწყვიტა საქართველოს ბედი, მაგრამ ამას შედეგი არ აქვს“.

„სალომე ზურაბიშვილი დაიტანჯა თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით. 2022 წლიდან მოყოლებული, ყოველდღიურად ცდილობს, რომ როგორმე ოპოზიციას ჩაუდგეს სათავეში და სააკაშვილი ჩაანაცვლოს, როგორც ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა. მან პრაქტიკულად, ზურგი შეაქცია ადამიანებს, ვინც იგი აირჩია და დღეს არის ადამიანებთან დაკავშირებული, რომლებმაც მას უკიდურესად მძიმე შეურაცხყოფები მიაყენეს. დღეს, ეს შეურაცხყოფები, რასაკვირველია, დღის წესრიგშია, თუმცა ხმამაღლა არ ისმის. ამ მცდელობებშია სალომე ზურაბიშვილი. ხან „ქარტიას“ აქვეყნებს, ხან ევროპულ „ვოიაჟს“ ისე აჩვენებს, თითქოს, მან გადაწყვიტა საქართველოს ბედი, მაგრამ ამას შედეგი არ აქვს იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს, რა უნდა და რა მიზანს ემსახურება. ეს მიზანი უცვლელია, იგივეა, რაც გააჩნია ლევან ხაბეიშვილს, თინა ბოკუჩავას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, თუ თეონა აქუბარდიას. აქედან გამომდინარე, მისი ეს მცდელობები, რაღაც ფინტების ტარება პოლიტიკურ ველზე, არის უშედეგო. ახლა კიდევ ახალ ქარტიას გამოაქვეყნებს, მერე ვიღაცები დაიწყებენ მცდელობებს, რომ როგორმე ამ ქარტიაზე ხელი მოაწერინონ ადამიანებს, ვინც გუშინ სალომე ზურაბიშვილს დამამცირებელ სიტყვებს უწოდებდა. ეს ღლიცინი, ეს ფუთფუთი არის მუდმივად მახასიათებელი აი, ამ ყოფილი პრეზიდენტის“, - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics