|
2025-03-05 21:35:24, 869 ნახვა
სამართალი
ონისე ცხადაძემ ბრალდების მხარეს მიმართა - მინდა, გისურვოთ თავისუფლება
ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ, მაგრამ გირჩევდით, რომ ყველას გეშინოდეთ ღმერთის, - ამ სიტყვებით იუმორისტმა ონისე ცხადაძემ, რომელსაც ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს მიმართა. ონისე ცხადაძის თქმით, „მაგარი გრძნობაა“ როდესაც რეალურად თავისუფალი ხარ და არ ხარ დამოკიდებული იმაზე, „ვინ რას დაგავალებს“. „მე მინდა, რომ ნული ირონიით, ნული ბოროტებით და კეთილი გულით პირველ რიგში თქვენ გისურვოთ თავისუფლება. მინდა რომ გამოცადოთ, რა მაგარი გრძნობაა, როცა არავის აზრზე არ ხარ დამოკიდებული, ვინ რას დაგავალებს. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ხართ ადამიანები, როლებმაც 19-20 წლის ბიჭების დედები ატირეთ ციხეებთან. ეს არ დაგავიწყდეთ და ცოტა შეგრცხვეთ. ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ, მაგრამ გირჩევდით, რომ ყველას უნდა გვეშინოდეს ღმერთის. ის კონკრეტული ადამიანი ღარიბაშვილის შემქმნელია, ხოლო ღმერთი სამყაროსი. ყველაფერი კარგად იქნება, მადლობელი ვარ ყველასი, რომ მხნეობას გვაძლევთ“, - განაცხადა ონისე ცხადაძემ. ინფორმაციისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაისინჯება ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)