23:00 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 21:20:17, 661 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ეს გზას გაუხსნის ციფრული სასაზღვრო სისტემის თანდათანობით დაწყებას. ეს არის ბლოკის ავტომატიზირებული რეესტრი მოკლევადიანი მოგზაურებისთვის.

შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.

წევრ სახელმწიფოებს ახლა ორი ვარიანტი ექნებათ: ახალი სისტემის დაწყება ერთდროულად ან დაიწყონ იგი რამდენიმე ფაზაში, ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. გარდამავალი პერიოდის დასასრულს, სასაზღვრო გადაკვეთის ყველა რეგისტრაცია უნდა მოხდეს შესვლა/გასვლის სისტემით.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა, პოლონეთი, უხელმძღვანელებს მოლაპარაკებებს ევროპარლამენტთან შესწორებულ კანონზე საბოლოო შეთანხმებისთვის, რაც, სავარაუდოდ, შეუფერხებლად მოხდება. სისტემა წევრ სახელმწიფოებს უზრუნველყოფს სრულიად ახალი ინსტრუმენტებით, რათა გააკონტროლონ, ვინ შედის და გადის შენგენის ზონაში.

როგორც აღინიშნა, ახალი სისტემის მთავარი მიზანია ევროკავშირის გარე საზღვრებში შემოწმების განახლება და პასპორტების ტრადიციული ფიზიკური ბეჭდის შეცვლა. ეს ეხება ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებს, რომლებიც ბლოკში შედიან ვიზიტებისთვის, არდადეგებისთვის ან საქმიანი ვიზიტებისთვის და დარჩებიან საერთო ხანგრძლივობით 90 დღემდე 180 დღის განმავლობაში.

ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ პასპორტები ჩასვლისთანავე, გარდა ამისა, ჰქონდეთ გადაღებული სახის ფოტო და ელექტრონულად სკანირებული თითის ანაბეჭდები. ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის რეალურ დროში გაზიარება მიზნად ისახავს, დაეხმაროს ხელისუფლებას, გაუმკლავდეს მათ, ვინც აცილებს მოკლევადიან ვიზებს და აყალბებს პირადობას. ყველა წევრი ქვეყანა მონაწილეობას მიიღებს პროგრამაში, გარდა კვიპროსისა და ირლანდიისა, ასევე პროგრამაში ჩაერთვება ოთხი ქვეყანა, რომლებიც დაკავშირებული არიან შენგენის ხელშეკრულებასთან: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია. კვიპროსსა და ირლანდიაში პასპორტებზე ბეჭდის დასმა კვლავ ხელით გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics