07:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 18:57:52, 631 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სიკვდილით დასჯის მიმართ ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა კანონმდებლობის გამკაცრებას ალტერნატივა არ აქვს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

სიკვდილით დასჯის მიმართ ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა თავისთავად, როდესაც საქმე ეხება პოლიციელებსა და პოლიციელზე თავდასხმას, იქ კანონმდებლობის გამკაცრებას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ვინმე თუ შეძლებს, შეარყიოს სამართალდამცავი სტრუქტურები, ძალიან მარტივად შეძლებს სახელმწიფოს ძლიერების შერყევასაც, რაც დაუშვებელია. 

 „თქვენ ხედავდით, რომ საქართველოში კონკრეტული ძალები, არაკეთილმოსურნეები ცდილობდნენ, პირველ რიგში, სამართალდამცველ ორგანოებზე თავდასხმით შეერყიათ სახელმწიფოს ძლიერება, დღესაც ისინი ღიად უჭერენ მხარს ადამიანებს, რომლებმაც სწორედ პოლიციელებზე თავდასხმით გამოიჩინეს თავი, რატომ - ყველამ იცის, როდესაც თავს ესხმი სამართალდამცველ ორგანოებს, თუ გაგივიდა, შეგიძლია, შეარყიო სახელმწიფოს სიძლიერე. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს განსხვავებული სანქციები, მაგრამ ზოგადად სიმკაცრეს ამ სფეროში არ აქვს ალტერნატივა. თუ ვინმე შეძლებს, შეარყიოს სამართალდამცავი სტრუქტურები, ძალიან მარტივად შეძლებს სახელმწიფოს ძლიერების შერყევასაც, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, შესაბამისად, მიმართულება სწორია, უბრალოდ ჩვენ სხვა ტიპის სანქციები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დავუპირისპირდეთ სახელმწიფოს ძლიერების შერყევის ნებისმიერ მცდელობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics