08:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 18:04:56, 422 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლება არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადასცდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

უკრაინის ხელისუფლება არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ,,ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდების ჩამორთმევას შეეხებოდა.

მისივე შეფასებით, ესგადაწყვეტილება არასერიოზულია.

„უკრაინის ხელისუფლება არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. თუმცა აქ არასერიოზულობაც არაა მთავარი პრობლემა. მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს. ამას აკეთებდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, ამას აკეთებდა პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი. თავად უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია ელჩი საქართველოდან ორი საბაბით: ეს იყო მებრძოლი - მოხალისეების არ გაგზავნა და ეს იყო სანქციებთან არ მიერთება. ამ ყველაფრის ფონზე ეს არასერიოზულობა საერთოდ არ იმსახურებს არავითარ კომენტარს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჩამოართვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics