08:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 11:38:44, 439 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ქალბატონო ბერბოკ, გაშიფრული ხართ, ეს ორმაგი სტანდარტები არ გამოგივათ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

"ანალენა ბერბოკი ჭკუას გვასწავლის, რომ სოციალურ ქსელში მას შეურაცხყოფას რომ მიაყენებენ, ეს დასჯადი უნდა იყოს და პოლიციას რომ სილას გაარტყამს, ისეთი პატიმარი ციხიდან უნდა გამოუშვას, უკაცრავად, ქალბატონო ბერბოკ, გაშიფრული ხართ, ეს ორმაგი სტანდარტები არ გამოგივათ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, „დიფ სთეითი“ გერმანიაშიც ბობოქრობს.

„ჩვენ შეგიძლია ვთქვათ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს რამდენიმე ასეული შემთხვევა, როდესაც გერმანიაში ასობით მოქალაქეს უჩივლა და ბევრი მათგანი დააჯარიმეს იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში ბერბოკს ვიღაცამ „სულელი მინისტრი“ უწოდა. ამის გამო უჩივლა მოქალაქეს და ახლა ჩვენ ჭკუას გვასწავლის, რომ სოციალურ ქსელში მას შეურაცხყოფას რომ მიაყენებენ, ეს დასჯადი უნდა იყოს და პოლიციას რომ სილას გაარტყამს, ისეთი პატიმარი ციხიდან უნდა გამოუშვას. უკაცრავად, ქალბატონო ბერბოკ, გაშიფრული ხართ - ეს ორმაგი სტანდარტები არ გამოგივათ ქართველი საზოგადოება ხედავს, რომ „დიფ სთეითი“, სამწუხაროდ, გერმანიაშიც ბობოქრობს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, როგორც ამერიკელმა ხალხმა, გერმანელი ხალხიც ასევე დაამარცხებს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანია ითხოვს „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.

„ქართველი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნის შემდეგ ხვალ სასამართლოში წარდგება. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს.

„ქართული ოცნება“ ჟურნალისტების, დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ დაშინების კამპანიას აგრძელებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც თავისუფლებას იცავს“, - წერს გერმანიის საგარეო უწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics