|
2025-03-03 21:18:06, 938 ნახვა
საზოგადოება
პროტესტის 96-ე დღე, დედების მარში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეებისკენ მიემართებიან
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „დედების მარშს" შეუერთდა. ზურაბიშვილის თქმით, ის მაშინ გააკეთებს განცხადებას, როცა მსვლელობა პარლამენტის ტერიტორიისკენ გადაინაცვლებს. „დედების მარში" მიმდინარეობს ლოზუნგით - „ჩემი შვილია, ხელი გაუშვით". მარშის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ისინი სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”, „გაათავისუფლეთ რეჟიმის ტყვეები”. დედების მარში დღეს სიმბოლურად, დედის დღესთან დაკავშირებით იმართება, სადაც აქციების პერიოდში დაკავებული პირების დედები, ოჯახის წევრები და მათი გულშემატკივრები მიიღებენ მონაწილეობას. მარში ფილარმონიის ტერიტორიიდან საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებს და დიდ აქციას შეუერთდება, რომელიც უკვე 96-ე დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)