00:31 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 14:11:02, 601 ნახვა

საზოგადოება
უსუფაშვილი: თუ საიდანმე პრობლემა გველის, სწორედ განათლებიდან და არა სხვა მოვლენიდან

„თუ საიდანმე ქართველებს, ქართველობის, საქართველოს პრობლემა გველის, სწორედ აქედან და არა სხვა მოვლენიდან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, განათლება უპირველესი საზრუნავია.

ამასთან, პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ლელოს გასატანად თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში კონკურენტუნარიანი მოქალქეები სჭირდება.

„საიდანმე ქართველებს, ქართველობის, საქართველოს პრობლემა გველის, სწორედ აქედან და არა სხვა მოვლენიდან. განათლება უპირველესი საზრუნავია და ეს ცივილიზაციის საწყისი ეტაპებიდან გვესმის.  ძალიან ხშირად, ჩვენი საუბრები საუბრებად რჩება და რეალურ ქმედებებში, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე განათლება - სასკოლო განათლება იმ დონის პრიორიტეტად არ და ვერ იქცა, რასაც ის იმსახურებს. განათლებული ადამიანი ყველა საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია, განსაკუთრებით, ჩვენნაირი ქვეყნისთვის. პატარა ქვეყნისთვის, რომელიც თავისი ლელოს გასატანად თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში ძალიან კონკურენტუნარიან ძალიან ძლიერ მოქალაქეებს საჭიროებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics