22:24 - 26 Jul, 2026
|
2025-03-03 14:52:55, 673 ნახვა
საზოგადოება
ხარაგაულში უხვი ნალექის გამო ხეობაში დარჩენილი მესამე პირიც იპოვეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ხარაგაულში უხვი ნალექის გამო ხეობაში დარჩენილი მესამე პირიც იპოვეს. ოლეგ კოჩაძეს, რომელსაც საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდა, რამდენიმე დღე ვერ უკავშირდებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დრონებით ხდებოდა ხეობის დათვალიერება და სწორედ, მათ მიერ მოხდა პირის ადგილსამყოფლის დადგენა. ამ დროისთვის ჯგუფი აღნიშნული ტერიტორიისკენ მიემართება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში, სამ პირთან დაკავშირება რამდენიმე დღე ვერ ხდებოდა. ორი პირის ადგილსამყოფელზე მაშველები რამდენიმე დღის წინ მივიდნენ, მესამეს კი ამ დრომდე ეძებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)