21:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 15:30:47, 1153 ნახვა

ეკონომიკა
ბოლო 12 წელში ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა - TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) თანახმად, ბოლო 12 წელში საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ორგანიზაცია მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც ჩინეთთან მზარდ ეკონომიკურ კავშირებს ასახავს:

  • 2003-2012 წლებში ჩინეთიდან 132 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი - 655 მლნ დოლარი.
  • 1995-2012 წლებში საქართველოში 451 კომპანია დაარეგისტრირეს ჩინეთის მოქალაქეებმა, 2013-2024 წლებში კი 4-ჯერ მეტი - 1 893 კომპანია.
  • 2012 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 640 მლნ დოლარი იყო (26 მლნ ექსპორტი, 614 მლნ იმპორტი), 2024 წელს კი 3-ჯერ მეტი - 1 916 მლნ დოლარი (303 მლნ ექსპორტი, 1 613 მლნ იმპორტი).
  • 2012 წელს ჩინეთიდან 7 633 ვიზიტორი შემოვიდა, 2024 წელს კი 12-ჯერ მეტი - 88 583 ვიზიტორი.
  • ჩინურმა კომპანიებმა ასობით მლნ დოლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეს მთავრობის დაკვეთით.
  • საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორად კორუფციული სკანდალებით ცნობილი და აშშ-ს მთავრობის შეზღუდვების ქვეშ მყოფი ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი შეარჩია.
  • 2023 წლის ივლისში საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებში თანამშრომლობას მოიცავს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics