11:46 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 14:37:01, 579 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - რუსეთს უნდა, რომ ქართველი ხალხი დააჯეროს: მტერი დასავლეთია, რუსეთი კი „მზრუნველი მოკავშირე"

რუსეთის დაზვერვის განცხადება – ჰიბრიდული ომის ნაწილია! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"რუსეთს უნდა, რომ ქართველი ხალხი დააჯეროს: მტერი დასავლეთია, რუსეთი კი „მზრუნველი მოკავშირე"!

დააკვირდით – რუსეთმა თქვა, რომ „დასავლეთი საქართველოში არეულობას აწყობს" – და დღეს, „ოცნებამ" ეს სიტყვასიტყვით გაიმეორა!

ასევე ამ კამპანიის ნაწილია ყოველდღიური საინფორმაციო შეტევები ევროკავშირის, გერმანიის და სხვა მეგობარი ელჩების წინააღმდეგ.  

ეს არ არის შემთხვევითობა – ეს არის კოორდინირებული პროპაგანდა, რომელიც საქართველოს დასავლური კურსის დასაბლოკად მიმდინარეობს! ეს არის მცდელობა, რეალური საფრთხე – რუსეთი – ჩაანაცვლონ გამოგონილი „მტრით"!

დავსვათ კითხვა: ვინ არის ივანიშვილის რეჟიმისთვის „მტერი"? – ევროპა, ამერიკა, ქართველი პატრიოტები, აქციის მონაწილეები!

ვინ არიან მათი მეგობრები? – კრემლი და დიქტატორების კლუბი, დამრბევები და მოძალადეები, სადაც „ქართული ოცნება" თავს კომფორტულად გრძნობს!

და კიდევ ერთი კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან! 

ის რეჟიმები, რომლებსაც თავისუფალი, ერთიანი საქართველო არ სჭირდებათ!

მათი ამოცანა მარტივია – მათ უნდათ, რომ მტრისა და მოყვარის გარჩევა ვეღარ შევძლოთ!" - ამბობს პაატა მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics