|
2025-02-28 12:31:54, 609 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივი პროექტ „ქართული სიძველეების“ შესახებ საზოგადოებას სიახლეებს გააცნობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა პროექტ „ქართული სიძველეების" ფარგლებში მოძიებული საარქივო მასალის გამოქვეყნება დაიწყო. საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალურ და რეგიონულ არქივებში ქართული სიძველეების შესახებ მნიშვნელოვანი დოკუმენტებია დაცული: სიები, ფოტოები, ჩანახატები, ნახაზები. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი XVIII-XX საუკუნეებში საქართველოდან განძის გატანის ყველაზე მასშტაბური შემთხვევები (ბატონიშვილების ქონება, ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზნული განძი, საფრანგეთში გატანილი სიძველეები და ა. შ.). განძის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა, თუმცა ნაწილი დაიკარგა ან უცხოეთის სხვადასხვა მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაშია განთავსებული. ამ საკითხის კვლევაში საარქივო მასალა შეუცვლელი წყაროა. პროექტზე ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილება რამდენიმე წელია მუშაობს. მოძიებული და ანოტირებულია ათეულობით ფოტო და წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ქართული სიძველეების საკითხს შეეხება. პროექტის მიზანია აღნიშნულ თემაზე ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების თავმოყრა, შესწავლა, მონოგრაფიული ნაშრომისა და ალბომის მომზადება. ეროვნული არქივი პროექტზე მუშაობას განაგრძობს და საზოგადოებას ეტაპობრივად წარუდგენს გამოვლენილ სიახლეებსა და კვლევის შედეგებს. პროექტის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/kartuli-sidzveleebi-1
ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყა
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
ნეთანიაჰუ დათანხმდა ტრამპის მოთხოვნას ირანზე საპასუხო დარტყმების გადადების შესახებ
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ირანს „ძლიერი დარტყმით“ ემუქრება მწვანე შუქის მიღების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)