|
2025-02-28 12:11:55, 627 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში ინტელექტუალური ჩემპიონატი ,,ინტელექტიადა“ გაიმართა
საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ნოვატორთა აუდიტორიის ორგანიზებით ქუთაისში ინტელექტუალური ჩემპიონატი - „ინტელექტიადა 2025“ გაიმართა. თამაშში მონაწილეობა იმერეთის საჯარო და კერძო სკოლის III-XII კლასის 800-მდე მოსწავლემ მიიღო. მონაწილეები ოთხი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით 127 გუნდად დაიყვნენ და ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს ზოგადი განათლების კითხვებზე პასუხის გაცემაში ეჯიბრებოდნენ. „ინტელექტიადა“ წელიწადში ორჯერ იმართება. ინიციატივის მიზანი კი შემდეგია: ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაციას, გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას, სხარტი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, ზოგადი განათლების ხელშეწყობას. ნოვატორთა აუდიტორიის ორგანიზებით ინტელექტუალური ჩემპიონატი მესამედ ჩატარდა. პროექტში ჯამურად მონაწილეობა კი უკვე სამასზე მეტმა გუნდმა მიიღო. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)