|
2025-02-27 21:11:21, 611 ნახვა
პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პროკურატურა არჩევნების გაყალბების საქმის შეწყვეტისკენ მიდის
„გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პროკურატურა არჩევნების გაყალბების საქმის შეწყვეტისკენ მიდის. მეზვრიშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მალე გახმაურდება. მისი შეფასებით, საქმეზე გამოძიების შეწყვეტა „არალეგიტიმურ „ოცნებას“ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს“, ხოლო პროკურატურას „გაყალბების თანამონაწილედ“ დაასაბუთებს. მეზვრიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების მიზანი „გაყალბების მთავარი მტკიცებულების მძევლად აყვანა და სიმართლის დაფარვა იყო“, ხოლო პროცესში ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ერთობლივად მოქმედებდნენ.
საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)