13:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 14:42:42, 589 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის განათლების მინისტრი - თანამშრომლობის შეჩერების საფუძველი საქართველოს მიერ ევროპული გზიდან გადახვევაა

გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას "ქართული ოცნების" მიერ ევროპული გზიდან გადახვევის გამო აჩერებს - ამის შესახებ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური მინისტრის, ჩემ ოზდემირის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან განათლების მინისტრს, ალექსანდრე წულაძეს გაუგზავნა. წერილი RND-მ მოიპოვა.

წერილის თანახმად, მინისტრს ასევე სურს მსგავსი მიდგომა ურჩიოს გერმანიის კვლევითი ორგანიზაციების ალიანსს და მის კოლეგებს ევროკავშირში.

"უკვე 2 თვეზე მეტია ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის თავისი ევროპული მომავლისთვის. მომიტინგეებს შორის ბევრი მეცნიერია, რომელიც მხარს უჭერს თავისუფალ მეცნიერებასა და ევროპულ ინტეგრაციას. აკადემიური თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ეს არის ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობის ფუძე. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მეთაურის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და საქართველოში აკადემიური თავისუფლების მზარდი შეზღუდვა ხელს უშლის ჩვენი თანამშრომლობის მიზნების განხორციელებას. ამიტომ, გადავწყვიტე შევაჩერო დაგეგმილი თანამშრომლობა თქვენს სამინისტროსთან", - წერს გერმანიის განათლების მინისტრი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 თებერვალს, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics