|
2025-02-27 11:49:58, 1071 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას, გზები არის არსებითად გაწმენდილი
დღეს გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას, ამ დღეების განმავლობაში ინტენსიურად წარიმართებოდა სამუშაოები, პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად, გზები არის არსებითად გაწმენდილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქობულეთში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ყველა სამსახურის, რომლებმაც ოპერატიულად იზრუნეს პრობლემის აღმოფხვრაზე. „ძირითადად გურიაზე ვართ კონცენტრირებული გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტი პრობლემა ამ რეგიონშია, თუმცა ჩვენ გავეცანით დღეს აჭარაში არსებულ მდგომარეობას. ამ დღეების განმავლობაში ინტენსიურად წარიმართებოდა სამუშაოები, პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად გზები არის არსებითად გაწმენდილი. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, არის ლოკალური შემთხვევები, თუმცა როგორც გვითხრეს, მაქსიმუმ ხვალისთვის ყველგან იქნება უკვე ელექტროენერგია ჩართული. ინტენსიურად წარიმართება სამუშაოები და მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ყველა სამსახურის იმისათვის, რომ ოპერატიულად იზრუნეს პრობლემების მოგვარებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)