04:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 10:51:44, 445 ნახვა

მსოფლიო
მარგუს ცაჰკნას ცნობით ტრამპი უკრაინაში რუსეთის შეჭრას სერიოზულად არ ეკიდება

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის მიმართ მთელი თავიანთი გავლენა გამოიყენონ, მისი თქმით, ევროპა ამჟამად ძალიან ძლიერ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს პოზიცია უნდა დაიცვას.

„პუტინი ომის მთავარ მოტივს ინარჩუნებს. რუსეთის მიზანი ამ ომში არა მხოლოდ უკრაინაში ტერიტორიის ხელში ჩაგდებაა, არამედ ევროპული უსაფრთხოების მთელი არქიტექტურის შეცვლაც. ჩვენ, ევროპელებს ბევრი რამ გვაქვს ხელში, რათა მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, პუტინს სურს, 220 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივები დაიბრუნოს და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას მიაღწიოს.

„ორივე ჩვენს ხელშია და არა ამერიკელების ხელში”, - დასძინა მარგუს ცაჰკნამ.

მისი თქმით, ტრამპი სერიოზულად არ ეკიდება პუტინის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ ტრამპს უფლება, გადაწეროს ისტორია სწრაფი შეთანხმების მისაღწევად. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და მალე ორ პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე ეკონომიკურად და სანქციების დახმარებით, რათა მოსკოვს არ ჰქონდეს უკეთესი პოზიცია მოლაპარაკებებში. თუ რუსეთს და აშშ-ს სურთ ისაუბრონ ევროპასა და უკრაინაზე, შეუძლებელია გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი თანხმობის გარეშე", - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics