|
2025-02-26 10:24:01, 353 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქარსელაძე - ინტენსიურმა თოვამ მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები შექმნა
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები როგორც საერთაშორისო, ასევე შიდასახელმწიფოებრივ გზებზე, შესაბამისი ტექნიკა არის მობილიზებული უკვე სოფლებამდე მისასვლელ გზებზე, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჭირო ტექნიკა, ისევე, როგორც ადამიანური რესურსი, ადგილზეა. „ყველა შესაბამისი სამინისტრო და სამსახური ჩართულია. კოორდინირებულად მიმდინარეობს სამუშაოები კონკრეტული გეგმის შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ კავშირის დამყარება მოხდება იმ მდებარეობებთან, სადაც ამ წუთში არ არის კავშირი. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზები ამ მომენტისთვის გაწმენდილია და გაგრძელდება სამუშაოები. ინტენსიურმა თოვამ მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები შექმნა, თუმცა შესაბამისი პასუხი როგორც მობილიზაციის, ასევე შესაბამისი სამუშაოებისა და ღონისძიებების თვალსაზრისით გათვალისწინებულია“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)