14:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 10:20:23, 354 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ საჯრველაძე - მდგომარეობა რთულია, თავდაუზოგავად მუშაობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები

თავდაუზოგავად იმუშავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, ამ დღეების განმავლობაში, მედიკამენტების საჭიროებიდან დაწყებული, უშუალოდ სამედიცინო მომსახურების გაწევით დამთავრებული, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა საჭიროებაზე, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ოზურგეთში განაცხადა.

მისივე თქმით, მდგომარეობა რთულია, თუმცა მობილიზებულია ყველა რესურსი.

„გვაქვს საქმე სტიქიასთან, რა თქმა უნდა, რთული მდგომარეობაა, მაგრამ შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც, პრაქტიკულად, ყველა ის საჭიროება, რომელიც აქვთ მოქალაქეებს, იქნება დაკმაყოფილებული. ეს არ არის მარტივი ამოცანა, ამისთვის მობილიზებულია ყველა რესურსი ყველა მიმართულებით. ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამართულ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ. თავდაუზოგავად იმუშავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, ამ დღეების განმავლობაში, მედიკამენტების საჭიროებიდან დაწყებული, უშუალოდ სამედიცინო მომსახურების გაწევით დამთავრებული. ბუნებრივია, რომ ისე ოპერატიულად ვერ ხერხდებოდა ამ ყველაფრის განხორციელება დიდთოვლობის გამო, თუმცა ვფიქრობ, ეს პრობლემა უახლოესი საათების განმავლობაში გამოსწორებული იქნება და სადაც იქნება საჭიროება, ყველგან იქნება ხელმისაწვდომი ყველა ის რესურსი, რომელიც სჭირდებათ მოქალაქეებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics