14:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 16:36:08, 422 ნახვა

პოლიტიკა
ცვლილებები კანონში - ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი პირების ასარჩევად 90-ხმიანი კვორუმი საჭირო აღარ იქნება

“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ცესკოს წევრების არჩევის წესს კიდევ ერთხელ ცვლის - პარლამენტის მიერ ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი პირების ასარჩევად, სამ მეხუთედიანი კვორუმით კენჭისყრის ჩატარება საჭირო აღარ იქნება.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ცესკოს წევრის არჩევისას არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

“კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყვეტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა - პარლამენტის რეგლამენტის ცვლილება, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და სხვა. გარდა ამისა, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას.

გონივრულია აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი ცესკოს წევრის არჩევის წესზეც გავრცელდეს“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, პარლამენტის მიერ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება - მათ შორის ისეთი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა საპროკურორო საბჭოს წევრების, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების, ასევე ცესკოს წევრების არჩევა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა კანონით გათვალისწინებული არ იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics