|
2025-02-25 13:23:31, 1778 ნახვა
რეგიონი
იმერეთის გუბერნატორი - ჩაკეტილია 42 სოფლის გზა, ელექტროენერგია არ მიეწოდბა 28 870 აბონენტს
იმერეთის გუბერნატორის, ლევან ზალკალიანის თქმით, დიდთოვლობის გამო, ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში ჩაკეტილია 42 სოფლის სამარშრუტო გზა, ხოლო ელექტრომომარაგებაზე წვდომა შეზღუდული აქვს 28 870 მომხმარებელს. ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მობილიზებულია 109 ერთეული ტექნიკა, რომელიც თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს. "დიდთოვლობამ იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა. ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებში და ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერებულია. ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებში და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ჩაკეტილია 42 სოფლის გზა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს რიცხვი შემცირდეს. ელექტროენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს, ამ მიმართულებითაც მუშაობს სპეცჯგუფები, რათა დროულად აღდგეს მიწოდება" - თქვა ლევან ზალკალიანმა, IPN-ის ცნობით.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)