15:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 12:59:43, 338 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირმა გამოაცხადა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-16 პაკეტის მიღება

უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავზე ევროკავშირმა გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციების ახალი, მე-16 პაკეტი.

ინდივიდუალური სანქციების ჩამონათვალშია 48 ფიზიკური და 35 იურიდიული პირი, რომლებიც თავისი ქმედებებით ხელყოფენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კიდევ 74 ტანკერს და გემს, რომლებსაც მოქმედი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ რუსული ნავთობი, სამხედრო ტექნიკა და უკრაინაში მოპარული ხორბალი.

რუსეთის კიდევ 13 ბანკს აეკრძალა ფინანსური ინფორმაციის გადაცემის საერთაშორისო სისტემით სარგებლობა.

სანქციები დაუწესდა დამატებით 53 ორგანიზაციას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას. მათ შორის არიან ჩინეთის, ინდოეთის, ყაზახეთის, სინგაპურის, თურქეთის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და უზბეკეთის კომპანიებიც.

სანქციების მე-16 პაკეტი მოიცავს რუსეთიდან ალუმინის იმპორტის აკრძალვასაც.

გარდა ამისა, ევროკავშირში მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა რვა რუსულ მედიასაშუალებას. მათ შორის არიან: EADaily/Eurasia Daily, Fondsk, NewsFront, RuBaltic და Lenta.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics