06:15 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 11:20:25, 1172 ნახვა

ომი უკრაინაში
ესპანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ

რუსეთის ომის 3 წლისთავზე კიევში ჩავიდნენ კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო, ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი, ასევე ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი, ესტონეთის პრემიერ მინისტრი კრისტენ მიხალი. 

"რუსული აგრესიის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, ჩვენი ერთგულება უკრაინელი ხალხის მიმართ უცვლელია. ჩვენ უკვე ვართ კიევში, უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობის მისაღებად." წერს X-ზე ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი.

დილიდან კიევის რკინიგზის სადგურზე ევროპელ ლიდერებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ხვდებიან.

კიევში დღეს სამიტზე დასასწრებად 13 ევროპული ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან. უკრაინის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ასევე ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics