07:14 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-23 10:46:54, 310 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

გერმანიაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე (თბილისის დროით, 11:00 საათზე) გაიხსნება და 18:00 საათზე (თბილისის დროით, 21:00 საათზე) დაიხურება, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) 30%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს. თუ პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს, მისი ლიდერი, ფრიდრიხ მერცი, კანცლერი გახდება.

მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD), რომელსაც 20%-იანი მხარდაჭერა აქვს. მესამეზე კი, ამჟამინდელი კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტია, „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ იმყოფება.

თუ „ქრისტიან-დემოკრატები“ არჩევნებში გაიმარჯვებენ, მათ მთავრობის ფორმირებისთვის ალიანსის შექმნა სხვა პარტიასთან მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობას დაახლოებით 59,2 მილიონი გერმანელი მიიღებს. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი, ხოლო წინასწარი შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში ოლაფ შოლცის 3-პარტიანი მმართველი კოალიცია დაიშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics