07:11 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 11:39:12, 364 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელი, შესაძლოა, დღეს, 22 თებერვალს მოაწერონ

 

The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას,  ხელი დღეს მოაწერონ.

 

გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელი, შესაძლოა, დღეს, 22 თებერვალს მოაწერონ, თუმცა შეთანხმება ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული.

შეთანხმების პირობების შესახებ მოლაპარაკებებისას დიდი როლი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ითამაშა, რომელიც კიევში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

ცნობისთვის, მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, შესაძლოა, ამერიკულმა მხარემ უკრაინას ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტ სისტემა Starlink-ი გაუთიშოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics